• დააზღვიე შენი გზა მხოლოდ 10 ლარად და იმგზავრე მშვიდად.
  • შენი გზა დაზღვეული იქნება 12 საათის განმავლობაში.
  • შეიძინე ქალაქის გასასვლელებში. ამისთვის მხოლოდ 5 წუთი დაგჭირდება.

ავტოტრანსპორტის და მის მართვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის პირობები

 

წინამდებარე პირობები ძალაშია ჩვენ მიერ გაცემულ სადაზღვევო პოლისთან ერთად . სადაზღვევო პოლისის გარეშე წინამდებარე პირობებს იურიდიული ძალა არ გააჩნია .


1. ტერმინთა განმარტება

ქვემოთ მითითებული ტერმინები გამოიყენება წინამდებარე პირობებსა და / ან შესაბამის სადაზღვევო პოლისში და მათ ენიჭება შემდეგი მნიშვნელობები:

ჩვენ , ჩვენი – მზღვეველი ”სადაზღვევო კომპანია ალდაგი”; თქვენ, თქვენი – დამზღვევი;

დამზღვევი – წარმოადგენს პირს, რომელიც აზღვევს ავტოტრანსპორტს, რომლის სახელზეც გაიცემა წინამდებარე პოლისი და რომლის ვალდებულებასაც წარმოადგენს სადაზღვევო პრემიის გადახდა;

დაზღვევის მოქმედების პერიოდი ( სადაზღვევო პერიოდი ) – პოლისში განსაზღვრული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც თქვენი ავტოტრანსპორტი დაზღვეულია და რომელი პერიოდის განმავლობაშიც დამდგარი შემთხვევები ექვემდებარება ანაზღაურებას;

დაზღვეული ავტოტრანსპორტი – ავტოტრანსპორტი, რომლის სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერიც მითითებულია პოლისში;

დაზღვეული - ავტოტრანსპორტის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ საკუთრებაშიც იმყოფება დაზღვეული ავტოტრანსპორტი, და რომლის ვინაობაც მითითებულია ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობაში;

სადაზღვევო შემთხვევა – ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დადგომის შედეგად წარმოიშვება ჩვენი ვალდებულება ავანაზღაუროთ ზარალი, წინამდებარე პირობების შესაბამისად;

სადაზღვევო თანხა ( ლიმიტი ) - სადაზღვევო პოლისში განსაზღვრული ფულადი თანხა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვალდებულნი ვართ გავცეთ სადაზღვევო ანაზღაურება;

სადაზღვევო პრემია ( პრემია ) - თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოთ ავტოტრანსპორტის დაზღვევის შესაძენად;

სადაზღვევო ანაზღაურება - თანხა, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას გაიცემა ჩვენ მიერ თქვენი ან დაზღვეული ავტოტრანსპორტის მესაკუთრის სახელზე;

სადაზღვევო პოლისი ( პოლისი / სერტიფიკატი ) - ჩვენ მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაზღვევის ხელშეკრულების დადებას წინამდებარე პირობების შესაბამისად და ასახავს დაზღვევის ხელშეკრულების ძირითად პირობებს;

პოლისის გაცემის ადგილი – ქალაქი ან სხვა ადმინისტრაციული ერთეული სადაც თქვენ შეიძინეთ ავტოტრანსპორტის დაზღვევა/მიიღეთ სადაზღვევო პოლისი;

დაზღვევის მოქმედების ტერიტორია - ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული დაზღვევა; ამ დაზღვევის მიზნებისათვის დაზღვევის ტერიტორიას წარმოადგენს საქართველოს ნებისმიერი ქალაქი, სოფელი, მაგისტრალი, დასახლება, გარდა თბილისისა და პოლისის გაცემის ადგილისა;

ავტოტრანსპორტის დაზღვევის საგანი - სადაზღვევო პოლისში მითითებული სატრანსპორტო საშუალება;

დაზღვევის ხელშეკრულება – სადაზღვევო პოლისისა და დაზღვევის პირობების ერთობლიობა;


2. რისგან არის დაზღვეული ავტოტრანსპორტი ( სადაზღვევო შემთხვევები / სადაზღვევო რისკები )

სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენს სადაზღვევო პერიოდში, დაზღვევის ტერიტორიაზე მომხდარი დაზღვეული ავტოტრანსპორტის დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ავტოსაგზაო შემთხვევით;

ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დაზღვეული ავტოტრანსპორტის მართვისას და დადასტურებულია ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ საპატრულო პოლიციის შესაბამისი ოქმით.

 

3. რა შემთხვევებში არ გაიცემა ანაზღაურება ( გამონაკლისები )

3.1. წინამდებარე პირობების თანახმად, დაზღვევა არ მოქმედებს და შესაბამისად , დამდგარი ზარალი არ ანაზღაურდება, თუ ადგილი ჰქონდა:

• 21 წელზე ახალგაზრდა მძღოლის ან/და მართვის უფლებამოსილების არმქონე მძღოლის მიერ ავტოტრანსპორტის მართვას;

• თუ ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომისას, ავტოტრანსპორტი იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში და/ან არ იმართებოდა;

• თუ ავტოსაგზაო შემთხვევას ადგილი ჰქონდა დაზღვევის მოქმედების ტერიტორიის გარეთ;

• თუ დაზღვეული ავტოტრანსპორტი მართვისათვის გამოუსადეგარ მდგომარეობაში იმყოფებოდა;

• ავტოტრანსპორტის ექსპლოატაციას/მართვას მძღოლის მიერ ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერების/საშუალების ზემოქმედების ქვეშ;

• დაზღვეული ავტოტრანსპორტის მძღოლის თვითმკვლელობას ან თვითმკვლელობის მცდელობას ან ისეთ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას;

• ავტოტრანსპორტის აეროდრომის ან აეროპორტის ტერიტორიაზე მართვას;

• იონიზირებულ რადიაციას, ბირთვულ ან სხვა სახის მავნე ნარჩენებიდან მიღებულ რადიაციას და დაბინძურებას; რადიოაქტიური, ფეთქებადი, ბირთვული ნივთიერების შემცველი აირის ბუნებრივი მდგომარეობის ცვლილებას;

• რადიოაქტიური, ტოქსიკური, ფეთქებადი ან სხვა საშიში ნივთიერებების ტრანსპორტირებას;

• საომარ მოქმედებებს, მიუხედავად იმისა ომი გამოცხადებულია, თუ – არ; დაპყრობას, სამოქალაქო ომს, მასობრივ არეულობას, აჯანყებას, დიქტატორულ რეჟიმს, საგანგებო მდგომარეობას; ტერორიზმს ან მის ნებისმიერ გამოვლინებას, ასევე სხვა ფორს-მაჟორულ გარემოებებს, დაზღვეული ფორს-მაჟორული რისკების გარდა და დამდგარი შემთხვევა შედეგად მოყვა ასეთ გარემოებებს;

• ქმედებას, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მზღვეველს უფლებამოსილებას ანიჭებს, უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურებაზე;

• ავტოტრანსპორტის, როგორც ტვირთის ტრანსპორტირებას, მის დატვირთვას, გადმოტვირთვას, ასევე, ნებისმიერი სახის ტრანსპორტით, მათ შორის, ლაფეტით გადაზიდვას ან ბუქსირით გადაადგილებას;

• დაზღვეული ავტოტრანსპორტის საჯარიმო გადაყვანის/გადაადგილების დროს, ასევე, საჯარიმო სადგომზე განთავსებისას სადაზღვევო შემთხვევის დადგომას.


3.2. მზღვეველის მიერ ასევე არ ანაზღაურდება :

• ზარალი, გამოწვეული მესამე პირის ან დამზღვევის (პირთა) მიერ ჩადენილი თაღლითობით (ასეთის მცდელობით);

• ცვეთის, მიმდინარე შეკეთების, პროფილაქტიკური მომსახურების ხარჯები;

• საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელებული შეკეთების ხარჯები;

• საბურავებთან დაკავშირებული ხარჯები,

• ზარალი, რომელიც მიადგა დაზღვეული ავტოტრანსპორტის საქარე მინასა და სარკეებს, თუ ასეთი არ არის გამოწვეული დაზღვეული ავტოტრანსპორტის სხვა ავტოტრანსპორტთან შეჯახების შედეგად;

• ავტოტრანსპორტის გაუფასურება შეკეთების შედეგად, მიუხედავად იმისა, ამგვარი შეკეთება სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით ჩატარდა თუ არა;

• მექანიკური, ელექტრო, ელექტრონული, კომპიუტერის ან კომპიუტერული უზრუნველყოფის დაზიანების ხარჯები, თუ ამგვარი არ არის გამოწვეული სადაზღვევო რისკით;

• ავტოტრანსპორტის სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე არსებული დაზიანებების გამოსასწორებლად გაწეული ხარჯები; სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გაწეული ხარჯები;

• ჩვენი წარმომადგენლის მიერ შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტოტრანსპორტის შემოწმებამდე გაწეული ნებისმიერი ხარჯები;

• გაჩერებული დაზღვეული ავტოტრანსპორტის დაზიანების შედეგად წარმოქმნილი ხარჯები;

• ავტოსაგზაო შემთხვევის გარდა ნებისმიერი სხვა რისკის ხდომილებით დამდგარი შემთხვევები;

• ავტოტრანსპორტის ევაკუაციის ან საჯარიმო სადგომზე ყოფნის ხარჯები;

• ზარალი, თუ არ დასტურდება თქვენ მიერ ერთჯერადი პრემიის სრულად გადახდა.

ზემოთ ჩამოთვლილი ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაზღვევა არ მოქმედებს და ზარალი არც ერთ შემთხვევაში არ ანაზღაურდება მიუხედავად იმისა, ზარალი დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის მიზეზით/ბრალით დადგა, თუ სხვა მესამე პირის მიზეზით/ბრალით.


3.3. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის გაცხადება

ჩვენ შეგვიძლია უარი განვაცხადოთ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე იმ შემთხვევაშიც, თუ ადგილი ჰქონდა შემდეგ შემთხვევებს: თქვენ არ შეასრულეთ

თქვენზე ამ სადაზღვევო პირობებით დაკისრებული ვალდებულებები;

არ მოგვაწოდეთ სადაზღვევო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია (შეტყობინება) იმ ვადებში, რომელიც შეთანხმებული პოლისითა და წინამდებარე პირობებით და აღნიშნული შეუტყობინებლობით არსებითად შეილახა ჩვენ ინტერესები.

თქვენ მიერ წარმოდგენილი რისკის შეფასების/სადაზღვევო შემთხვევის აღიარების/სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის გამოთვლისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები) არის წინასწარი შეცნობით არაზუსტი ან ყალბი;

თქვენ უარი განაცხადეთ უზრუნველყოთ ჩვენი კომპანიის წარმომადგენლის მონაწილეობა სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების, მიყენებული ზიანის სიდიდისა და სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების მოკვლევა-მოძიებაში;
თქვენ არ წარმოგვიდგინეთ ჩვენ მიერ მოთხოვნილი ამ პირობებით გათვალისწინებული რომელიმე დოკუმენტი; თქვენ უარი განაცხადეთ იმ საბუთების ჩვენთვის გადმოცემაზე, რომლებიც საჭიროა ზიანზე პასუხისმგებელი პირის მიმართ რეგრესული მოთხოვნის წასაყენებლად;
თქვენ არ დაარეგისტრირეთ შემთხვევა საპატრულო პოლიციაში;

ჩვენ მიერ დაზღვეულ ინტერესთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა ორმაგ დაზღვევას, მაგრამ თქვენ ასეთი ორმაგი დაზღვევის შესახებ ჩვენთვის ინფორმაცია არ მოგიწოდებიათ წერილობითი ფორმით;

სადაზღვევო ანაზღაურების გადახდაზე უარი წარგედგინებათ წერილობითი ფორმით, სადაც მოყვანილი იქნება ანაზღაურებაზე უარის გაცხადების დასაბუთებული მიზეზები.


4. როგორ ხდება ზარალის დაანგარიშება

იმ შემთხვევაში, თუ ავტოტრანსპორტის ხნოვანება 2 წელს აღემატება:

ჩვენ უფლებამოსილი ვართ დავაყენოთ მეორადი მოხმარების სათადარიგო ნაწილები. ახალი სათადარიგო ნაწილების დაყენების შემთხვევაში, ჩვენ ავანაზღაურებთ მხოლოდ მეორადი ნაწილების შესასყიდად საჭირო თანხას.


იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეული ავტოტრანსპორტი ჩვენ მიერ მითითებულ შემკეთებელ პუნქტში იქნა გადაყვანილი გაწეული ხარჯები ჩვენ მიერ აუნაზღაურდება უშუალოდ შემკეთებელ პუნქტს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გსურთ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ შემკეთებელ პუნქტში ავტოტრანსპორტის გადაყვანა და ავტოტრანსპორტი გადაყვანილი იქნება თქვენ მიერ შერჩეულ შემკეთებელ პუნქტში, ჩვენ გავცემთ სადაზღვევო ანაზღაურებას მას შემდეგ, რაც თქვენ წარმოგვიდგენთ თქვენ მიერ შერჩეული შემკეთებელი პუნქტის მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვას (ანგარიშფაქტურას, ინვოისს), თუმცა, ჩვენ უფლებამოსილნი ვართ ანაზღაურება გავცეთ ჩვენი შემკეთებელი პუნქტის მიერ მოწოდებული გაანგარიშების ფარგლებში, ზემოხსენებული წესი არ გავრცელდება 2 წელზე ნაკლები ხნოვანების ავტოტრანსპორტზე.

იმ შემთხვევაში, თუ ავტოტრანსპორტის ხნოვანება 2 წელს არ აღემატება და თქვენ მოითხოვთ, მისი აღდგენა განხორციელდეს კონკრეტულ შემკეთებელ პუნქტში და/ან აღდგენითი ღირებულება განისაზღვროს კონკრეტული შემკეთებელი პუნქტის მიერ, ჩვენ უფლებამოსილი ვართ თქვენ სასარგებლოდ გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურება გადავურიცხოთ უშუალოდ ასეთ შემკეთებელ პუნქტს.

5. ორმაგი დაზღვევა

თუ თქვენ წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული დაზღვევის საგანი ერთდროულად რამდენიმე მზღვეველთან დააზღვიეთ (ორმაგი დაზღვევა), თქვენ ვალდებული ბრძანდებით ამის თაობაზე დაუყოვნებლივ გვაცნობოთ და

შესაბამის წერილობით შეტყობინებაში აღნიშნოთ სხვა მზღვეველების ვინაობა და სადაზღვევო თანხის ოდენობა. თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის ავტოტრანსპორტი რამდენიმე მზღვეველთან აღმოჩნდება

დაზღვეული ერთი და იმავე რისკისაგან და სადაზღვევო თანხები ჯამში საბაზრო ღირებულებას აჭარბებს, მაშინ მზღვეველები მოვალენი ვიქნებით თქვენ წინაშე, როგორც სოლიდარული მოვალეები იმ თანხის ფარგლებში, რაც

ჩვენ (მზღვეველებს) თქვენთან დადებული ხელშეკრულებით გვაქვს გაფორმებული, მაგრამ თქვენ არა გაქვთ უფლება, მიიღოთ ჯამში რეალურ ზიანზე მეტი თანხა.


6. სადაზღვევო თანხა და ფრანშიზა

სადაზღვევო თანხა არის სადაზღვევო პოლისში განსაზღვრული ფულადი თანხის ზღვრული ოდენობა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ გადაგიხდით სადაზღვევო ანაზღაურებას, თითოეული სადაზღვევო დაფარვის მიხედვით;

სადაზღვევო პოლისში განისაზღვრება ფრანშიზა, რაც წარმოადგენს თანხის იმ ოდენობას, რომელიც აკლდება მთლიან ანაზღაურებას და რომელზეც ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი; ფრანშიზა შესაძლოა განისაზღვროს როგორც ყველა, ისე ცალკეული სახის ზიანისათვის სხვადასხვა მოცულობით.


7. რა არის სადაზღვევო პრემია და როგორ უნდა გადავიხადოთ იგი

სადაზღვევო პრემია წარმოადგენს დაზღვევის საფასურს, რომელიც თქვენ უნდა გადაგვიხადოთ წინამდებარე პირობების თანახმად, სადაზღვევო პოლისით დაწესებული და გათვალისწინებული წესითა და ვადებში; სადაზღვევო პრემიის გადახდა ხდება ერთჯერადად, პოლისის გაცემისას.


8. ხელშეკრულების / დაზღვევის მოქმედების ვადა

დაზღვევა შედის ძალაში სადაზღვევო პოლისში მითითებული თარიღისა და დროის (საათი და წუთი) მომენტიდან და მოქმედებს გაცემიდან 12 საათის განმავლობაში.

პოლისის/დაზღვევის ნებისმიერი მიზეზით ვადაზე ადრე შეწყვეტისას გადახდილი სადაზღვევო პრემია არ ექვემდებარება თქვენთვის უკან დაბრუნებას.


9. თქვენი ვალდებულებები ( როგორ მოვიქცეთ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას )

თქვენ ვალდებული ხართ: დაუყოვნებლივ გამოიძახოთ საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე და მიიღოთ ყველა ზომა, რათა პატრულის მოსვლამდე შენარჩუნებულ იქნას ავტოსაგზაო შემთხვევის ხდომილების სახე,

დაუყოვნებლივ გვაცნობოთ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ, პოლისში მითითებულ ნომერზე, ხოლო 3 დღის განმავლობაში მოგვაწოდოთ წერილობითი შეტყობინება სადაზღვევო შემთხვევის შესახებ; გაგვიწიოთ დახმარება სადაზღვევო შემთხვევის მიზეზებისა და შედეგების დადგენაში, თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში;

მიიღოთ ყველა შესაძლებელი და მიზანშეწონილი ზომა ავტოტრანსპორტის გადარჩენის, შემდგომი დანაკარგის ან

ზიანის თავიდან ასაცილებლად და/ან შესამცირებლად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაუგდებლად; ასეთი ზომების მიღებისას უნდა იმოქმედოთ ჩვენი ინსტრუქციების შესაბამისად, თუ ასეთი გაცემულია;

მიიღოთ ყველა ზომა, რათა უზრუნველყოთ ჩვენი რეგრესული მოთხოვნა მესამე პირების მიმართ, რომლებიც პასუხს აგებენ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებულ ზიანზე, რამდენადაც გავცემთ რა სადაზღვევო ანაზღაურებას, ჩვენ მიერ გაცემული თანხის ფარგლებში ჩვენზე გადმოდის ის მოთხოვნის უფლება, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ ზარალის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის/ბრალეული მხარის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მიზეზით ჩვენ ვერ ვისარგებლებთ რეგრესული მოთხოვნით, ჩვენ უფლებამოსილნი გავხდებით, უარი განვაცხადოთ სადაზღვევო ანაზღაურებაზე, ხოლო თუ ასეთი ანაზღაურება უკვე გაცემული იქნება, უკან მოვითხოვოთ თანხის დაბრუნება.

არ დაიწყოთ ავტოტრანსპორტის შეკეთება, სანამ ჩვენი წარმომადგენელი არ დაათვალიერებს ავტოტრანსპორტს და ჩვენგან არ მიიღებთ შესაბამის წერილობით დასტურს შეკეთების დაწყებაზე;


მოგვაწოდოთ შემდეგი დოკუმენტები :

• წერილობითი შეტყობინება სადაზღვევო შემთხვევის შესახებ;

• სადაზღვევო პოლისის ორიგინალი;

• ავტოტრანსპორტის მესაკუთრის თანხმობა დამზღვევისათვის ზარალის ანაზღაურებაზე, თუ დამზღვევი და მესაკუთრე სხვადასხვა პირია;

• ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა;

• იმ პირის მართვის მოწმობა, რომელიც მართავდა ავტოტრანსპორტს სადაზღვევო შემთხვევის მომენტში;

• ცნობა საპატრულო პოლიციიდან მომხდარის შესახებ (შემთხვევის დადგომაზე პასუხისმგებელი პირის მითითებით);

• წერილობითი მოთხოვნა ზარალის ანაზღაურებაზე;

• საბანკო რეკვიზიტები;

• სადაზღვევო პრემიის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

• ცნობა მძღოლის ალკოჰოლურ, ნარკოტიკულ ან ტოქსიკურ ნივთიერებათა ზეგავლენის ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის თაობაზე;

• წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება საგზაო შემთხვევის ხდომილების ზუსტი დრო (თარიღი, საათი, წუთი).

კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკისა და თავისებურების გათვალისწინებით, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, მოვითხოვოთ სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტები ან კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკის გათვალისწინებით, შევამციროთ მოთხოვნილი დოკუმენტების ნუსხა. ამასთან, ხსენებული წარმოადგენს მხოლოდ ჩვენს უფლებამოსილებას.

მას შემდეგ, რაც ჩვენ მიერ გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურება, საკუთრების უფლება, ავტოტრანსპორტის დაზიანებულ ნაწილებზე - გადმოგვეცემა ჩვენ, შესაბამისად, თქვენ ვალდებული ხართ, ხელი მოაწეროთ ყველა იმ დოკუმენტს და შეასრულოთ ყველა ის მოქმედება, რომელიც აუცილებელია აღნიშნული მიზნისათვის.


10. როგორ ხდება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა

10.1. ჩვენ გადავიხდით სადაზღვევო ანაზღაურებას ჩვენ მიერ სადაზღვევო აქტის ხელმოწერიდან 30 დღის ვადაში. ჩვენ მიერ შედგენილ სადაზღვევო აქტს ხელს აწერს როგორც მზღვეველი, ისე – დამზღვევი და დაზღვეული.

10.2. მხარეთა მიერ ხელმოწერილი სადაზღვევო აქტი წარმოადგენს მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საფუძველს. დამზღვევის და დაზღვეული ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიერ სადაზღვევო აქტის

ხელმოწერამდე მზღვეველი უფლებამოსილია, არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება.

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ გადავავადოთ სადაზღვევო ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, თუ სადაზღვევო რისკის ხდომლების ფაქტთან დაკავშირებით დამზღვევის, დაზღვეულის ან იმ მძღოლის მიმართ, რომელიც მართავდა ავტოტრანსპორტს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის გამოთვლა რეგულირდება წინამდებარე პირობების შესაბამისი მუხლების მიხედვით.


11. დავების განხილვის წესი

წინამდებარე პირობების საფუძველზე განხორციელებულ დაზღვევასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავები გადაწყდება მოლაპარაკებების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში – სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;